ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოზე სიტყვით ისარგებლა

ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე მცირე სიტვით ისარგებლა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დანაშაული გაიაზრა, პოლიციას თავად დაურეკა.

„როგორც კი გავაანალიზე რა გავაკეთე, მე თვითონ დავრეკე პოლიციაში და მე თვითონ მოვიყვანე პოლიცია, ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ, - განაცხადა გზირიშვილმა, რომელსაც 24 დეკემბერს პატიმრობა შეეფარდა.

გზირიშვილი დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ სურს, ყველაზე მკაცრი სასჯელით დაისაჯოს.

ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. ორსული ადგილზე გარდაიცვალა.