მმართველი პარტია პრემიერის პოსტზე კვლავ გიორგი გახარიას წარდგენას გეგმავს

მმართველი პარტია პრემიერის პოსტზე კვლავ გიორგი გახარიას წარდგენას გეგმავს.

ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დღეს პარლამენტში პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წარდგინება, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე ოფიციალურად შევა. ამის შემდეგ გიორგი გახარიას მთავრობის შემადგენლობის დასახელებისთვის დრო კვირა დღის ჩათვლით აქვს. უახლოეს დღეებში გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობასთან გიორგი გახარიას კონსტულტაციები და ამის საფუძველზე კვირის ბოლომდე აუცილებლად შემოვა მთავრობის შემადგენლობა. შესაძლოა, ეს მოხდეს უახლოეს ორ-სამ დღეში", - განაცხადა კობახიძემ.