ეკატერინე ტიკარაძე ანგარიშს წარადგენს

პოსტიდან ოფიციალურად წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ეკატერინე ტიკარაძე დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

პრეზენტაცია სასტუმრო „ბილტმორში“ 11:00 საათზეა დაგეგმილი.

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდა 9 დეკემბერს გადადგა, თუმცა მოვალეობას თვის ბოლომდე ასრულებს. ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს.