CEBR-ი: ისტორიაში პირველად, მსოფლიო ეკონომიკა 2022 წელს $100 ტრილიონს გადააჭარბებს

ისტორიაში პირველად 2022 წელს მსოფლიო ეკონომიკა $100 ტრილიონს გადააჭარბებს.

ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრის ანგარიშის მიხედვით (CEBR), 2030 წლისთვის ჩინეთი აშშ-ს გადაასწრებს და მსოფლიოს პირველი ეკონომიკა იქნება.

ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის პროგნოზით, პანდემიის ეფექტიდან გამოსვლის პარალელურად, გლობალური მშპ გაიზრდება, მომავალ წლებში მთავარი გამოწვევა კი ინფლაცია იქნება.

თუ ადეკვატური ზომები არ იქნება მიღებული, ანალიტიკური ცენტრის პროგნოზით, 2023-24 წლებისთვის მსოფლიო რეცესიისთვის უნდა მოემზადოს.