მმართველმა გუნდმა პარლამენტს პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა.

შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს.

უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა უახლოეს ორ-სამ დღეში წარედგინოს.