გაერო საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ ინიციატივის გაწვევისკენ მოუწოდებს

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ინიციატივა უკან გაიწვიოს. შესაბამისი განცხადება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

„ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც გადამწყვეტი როლი აქვს წამების პრევენციისა და პირადი ინფორმაციის დაცვაში. მოვუწოდებთ პარლამენტს, გაიწვიოს ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმის დამოუკიდებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო.

ამავე თემაზე:

სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ მისთვის უწყების „გაუქმების“ შესახებ ინფორმაცია სიურპრიზი იყო

მამუკა მდინარაძე: საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციები ერთმანეთთან თავსებადი არ არის