საქართველოს პრეზიდენტი ალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში მმართველი პარტიის ლიდერებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა შერიგების შესახებ რთული პროცესი იქნება.
„ქალბატონ სალომესთან, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია - მზად ვართ, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ყველა იმ წამოწყებაში, რომლის მიზანიც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება იქნება. მან დააზუსტა, რომ აქ არ იგულისხმება შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეს არ არის ამ პროცესის მიზანი. მიზანი არის საერთო, ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც საკმაოდ ამბიციური მიზანია და, ბუნებრივია, რთული იქნება ის პროცესი, რომელიც ამ მიზანთანაა დაკავშირებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ყველა იმ წამოწყებაში, რომლის მიზანიც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება იქნება.
„საერთო, ეროვნული თანხმობის მიღწევა საკმაოდ ამბიციური მიზანია და, ბუნებრივია, რთული იქნება ის პროცესი, რომელიც ამ მიზანთანაა დაკავშირებული“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ამასთან, პარტიის თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობას“ დანაშაულებრივ ძალას უწოდებს და აღნიშნავს რომ ეროვნული თანხმობა ბევრად მარტივი იქნება, თუ ეს პარტია პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ იქნება.
„ჩვენი ხედვაა, რომ რაღაცების შეფასება და სამომავლო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ამის მიხედვით დასკვნების გამოტანაა საჭირო. მათ შორის დამნაშავეები და დანაშაულებები საჭიროებს შეფასებას. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, ეს მათი დღის წესრიგია, მათ შეუძლიათ, ნებისმიერი რამ მოითხოვონ, საზოგადოებამ კი იცის, რა მძიმე დანაშაულებები აქვს ამ კაცს ჩადენილი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ საზოგადოების რწმენიდან გამომდინარე და რაც მთავარია, სამართლის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე:
ნიკა მელია პრეზიდენთან შეხვედრის შემდეგ: სალომე ზურაბიშვილს გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი