ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა დასრულებული არ იყო და გაურკვეველია, რატომ გადაჰყავდათ ის ციხეში. ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ თუ სააკაშვილი ისევ შიმშილობას დაიწყებს, შედეგი ლეტალური იქნება.
„3 კომისია და მე, როგორც პირადი ექიმი წინააღმდეგი ვიყავით მისი გადაყვანის. შეუძლებელია მისი გადაყვანა, ასეთი ავადმყოფები პირიქით მიჰყავთ საავადმოფოში, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ „ტვპირველთან“.
ჟურნალისტების შეკითხვას, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილის მიერ შიმშილობის განახლებას, როგორც ცნობილია, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 27 დეკემბერს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეში დაბრუნების შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას აპირებს.
„შიმშილობა დასრულდება ლეტალობით, მეორედ შიმშილობა მის მდგომარეობას დაამძიმებს“, - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.