პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 10 არგუმენტიდან, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები, ერთ-ერთი ISFED-ის შედეგები იყო
მისი თქმით ეს არგუმენტი ხელიდან გამოეცალათ, თუმცა სხვა არგუმენტებიც გვაქვს, სხვა არგუმენტები დაგვრჩა.
„ მომხდარმა ISFED დააზიანდა რეპუტაციულად და მიმდინარე პროცესიც რა თქმა უნდა დაზიანდა“. ისფედი“ ყველაზე სანდო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იყო საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ყოველთვის ეჭვშეუტანელი ორგანიზაციის რეპუტაციით სარგებლობდა. ბოლოს რაც მოხდა, რა თქმა უნდა, დააზიანა „ისფედი“ და მათ შორის პარალელური დათვლა. მისი შედეგი იყო ერთ-ერთი არგუმენტი და ეს არგუმენტი ხელიდან გამოგვეცალა, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით „ისფედი“-ს ხარვეზის შესახებ ორგაიზაციაში ერთი თვით ადრე იცოდნენ.
„ირაკლი კობახიძეს ნაკლებად ვენდობი. მე ვისურვებდი, რომ თვითონ უფრო გულახდილად ილაპარაკონ, რა მოხდა სინამდვილეში – ზეწოლა იყო, შანტაჟი, უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ, შეგნებული შეცდომა იყო, მალავდნენ ამ შეცდომას, არ მალავდნენ. ამაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ. არ გამოვრიცხავ, რომ უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ და რაღაც შეცდომაზე გამოიჭირეს. იკადრებდა თუ არა ამას „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, იკადრებდა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ISFED-ის მიერ არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებული მონაცემები ცესკოს შედეგებს დაემთხვა. პირველად მონაცმებეით კი ცესკოს და ორგანიზაციის შედეგებს შორის ცდომილება იყო.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.