თამარ გაბუნია კოვიდვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კოვიდვაქცინის „ბუსტერ“ დოზით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ამჯერად Pfizer-ით აიცრა, თუმცა მანამდე ის ორჯერადად „ასტრაზენეკათი“ იყო ვაქცინირებული.

„შეგახსენებთ, „ბუსტერ“ დოზით აცრის პერიოდი ყველა ვაქცინით აცრილ პირთათვის 3 თვემდე მცირდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.