ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 078 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 20 426 ადამიანი სახლში მკურნალობს, 4 794 კოვიდინფიცირებული საავადმყოფოში იმყოფება, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 080, აჭარაში - 484, იმერეთში - 936. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 231 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 542, აჭარაში - 121, იმერეთში - 346.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 296 პაციენტი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 35, იმერეთში - 28. 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 548 - თბილისში, 201- აჭარაში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 28 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 241 ადამიანი.
ბოლო 24 საათში საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2514 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი.