ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წელს სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდი საკმაოდ შემცირდება. თურნავას არ დაუსახელებია, თუ რომელ სამინისტროებს ეხება ბიუჯეტის შემცირება, არც ჯამური თანხა დაუსახელებია, გარდა საკუთარი უწყებისა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროში სახელფასო ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიონი ლარითაა შემცირებული. მინისტრის ცნობით, 2021 წელს გაიზრდება პენსიები, მასწავლებლების, პოლიციელების და ჯარისკაცების შრომის ანაზღაურება.
„2021 წლის ბიუჯეტიც ანტიკრიზისულია და მასში აქცენტი მოქალაქეების და ბიზნესის დახმარებაზე კეთდება. „რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდს, საკმაოდ შემცირებულია. ესაა მომჭირნეობის წელი და აქედან გამომდინარე ყალიბდება ეს პრიორიტეტები“,- განუცხადა მინსიტრმა ჟურნალისტებს