უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და პირველ იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს: ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებულები; პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი; ამ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
მთავრობის ადმინისტაცრიის ცნობით, რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ.
ასევე წაიკითხეთ
შრომის ინსპექციის გაფრთხილების მიუხედავად, კლუბი "ბასიანი" ღონისძიებას მართავს