რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველი მიმართვა გაავრცელა

რუსთავის ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ მხნედ და ოპტიმისტურადაა.

„რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე განთავსებულ წერილში.

„ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება. მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის "რეაბილიტაციისას" მიღებულ ტრავმებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ!"- წერს ექსპრეზიდენტი.

თინა ბოკუჩავა ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და ციხიდან გამოვა მხოლოდ გამარჯვებული

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში

50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია