სტეფანი ბელგი: ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძლიერი, მამაცი ქალები ჯარში

"ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძლიერი, კომპეტენტური, მამაცი ქალები ჯარში, თავდაცვასა და უსაფრთხოების სფეროში". - განაცხადა თავდაცვის ატაშემ სტეფანე ბელგიმ, ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხისა და აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ვიდეოკონფერენციაზე.

ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ატაშემ ქალებს მიმართა.

„,თქვენ თუ არა, მაშ ვინ?' - ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძლიერი, კომპეტენტური, მამაცი ქალები ჯარში, თავდაცვასა და უსაფრთხოების სფეროში. ქალებს მოაქვთ უნიკალური ხედვა, ლიდერობა და ორგანიზაციული სტილი, ემპათია და ემოციური ინტელექტი "- განაცხადა სტეფანე ბელგიმ.

კონფერენცია მიზნად ისახავს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის (UNSCR) 1325, 20 წლისთავის აღნიშვნას და ასევე ხაზს უსვამს ქალების ჩართულობის მნიშვნელობას თავდაცვით სექტორში.