ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა წლის ბოლო გამოსვლაში განაცხადა, რომ ქვეყანაში საკვების დეფიციტია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კვლავ აღიარა, რომ ქვეყანაში „საკვების პრობლემაა“. სიტყვით გამოსვლაში კიმ ჩენ ინმა უმეტესი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდის მნიშვნელობას დაუთმო.

მან სამხედრო სფეროში პროგრესს გაუსვა ხაზი, რომელიც მისი თქმით, მიღწეულია ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წლის განმავლობაში.

კიმ ჩენ ინს არ უხსენებია სამხრეთ კორეა და არც აშშ, გარდა მოკლე მინიშნებისა კორეასთან ურთიერთობებსა და საგარეო საქმეთა პოლიტიკის მიმართულებებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა არ დააკონკრეტა სურსათის დეფიციტის ხარისხი, მსოფლიო სურსათის ორგანიზაცია 2021 წელს, ასობით ათასი ტონა ბრინჯის დეფიციტის შესახებ იუწყებოდა.