მაკრონის ოპონენტების კრიტიკის შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლებამ ტრიუმფალური თაღიდან ეკროკავშირის დროშა ჩამოხსნა

ევროკავშირის გიგანტური დროშა, რომელიც გამოფენილი იყო პარიზის ტრიუმფალურ თაღზე, ევროკავშირის თავმჯდომარეობის აღსანიშნავად, მას შემდეგ მოხსნეს, რაც ფაქტი მემარჯვენე პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს.

ულტრამემარჯვენე ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, საფრანგეთის დროშის „ჩანაცვლება“ ქვეყნის იდენტობაზე თავდასხმაა.

მთავრობამ განმარტა, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ დროებითი იყო.

საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე იქნება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.

ლე პენმა, რომელიც აპრილში საპრეზიდენტო არჩევნებზე იყრის კენჭს, პირობა დადო, რომ საჩივარს შეიტანს სახელმწიფო საბჭოში, საფრანგეთის უმაღლეს სასამართლოში ადმინისტრაციულ საკითხებზე. მან ევროკავშირის დროშის მოხსნას მთავრობაზე ზეწოლის შედეგი უწოდა.

ულტრამემარჯვენე დამოუკიდებელმა კანდიდატმა ერიკ ზემურმა, რომელიც ასევე იბრძვის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ, მომხდარს „აღმაშფოთებელი“ უწოდა.