ისრაელის ჯანდაცვის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ „ომიკრონის“ გავრცელებამ ისრაელი შესაძლოა, ჯოგურ იმუნიტეტამდე მიიყვანოს

ისრაელს შეუძლია, რომ ჯოგურ იმუნიტეტს მიაღწიოს კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ მზარდი ინფექციების ფონზე, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მაღალჩინოსანმა კვირას, 2 იანვარს მას შემდეგ, რადგან ქვეყანამ Merck & Co-ს (MRK.N)-ს მიერ წარმოებული ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ უკვე დაამტკიცა.

„ომიკრონის“ შემთხვევების ტალღამ მთელ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფი გავრცელება გამოიწვია.

მსოფლიოში ინფექციებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, საშუალოდ მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ერთ დღეში, 24-დან 30 დეკემბრამდე, თუმცა, სიკვდილიანობა არ გაზრდილა, რაც სპეციალისტებს იმედს აძლევს, რომ ახალი ვარიანტი ნაკლებად იწვევს ლეტალობას.

„დეკემბრის ბოლომდე ისრაელმა ახერხებდა „ომიკრონის“ გარკვეულწილად შეკავებას, მაგრამ ინფექციის მაჩვენებლების მატებასთან ერთად, ყოველდღიური შემთხვევები, სავარაუდოდ, რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს უახლოეს სამ კვირაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჯოგური იმუნიტეტი“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირმა ნაჩმან ეშმა.

ჯოგური იმუნიტეტი არის ის ეტაპი, როდესაც მოსახლეობა დაცულია ვირუსისგან, ვაქცინაციის გზით, ან დაავადების გადატანით გამომუშავებული ანტისხეულებით.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის 9,4 მილიონი მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტია სრულად ვაქცინირებული - თითქმის ყველა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით, რაც ნიშნავს, რომ მათ ან სამი დოზა გაიკეტეს, ან ახლახან აიცრნენ მეორე დოზით. მაგრამ ასიათასობით ადამიანი ჯერ კიდევ არ არის აცრილი მესამე დოზით.

ისრაელში კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად უკვე დაშვებულია