ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რეალური მაჩვენებელი შესაძლოა, ოთხჯერ მეტი იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რეალურად აღნიშნული შტამით ინფიცირების მაჩვენებელი შესაძლოა, ოთხჯერ მეტი იყოს.

„147 შემთხვევიდან 18 წლამდე ასაკის 14 მოზარდია, სტაციონარში მოთავსდა ხუთი, მაგრამ მოთავსების მიზეზი „ომიკრონი“ იყო მხოლოდ ორ შემთხვევაში, დანარჩენში მიზეზი იყო კოვიდთან ერთად თანმხლები დაავადებები. 147 პაციენტის კლინიკური მდგომარეობა შედარებით მსუბუქია – მიმდინარეობს ზომიერი ტემპერატურით, ყელის ტკივილით და ხველებით, სუნთქვის უკმარისობა და ინტენსიური თერაპიის საჭიროება არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მედიასთან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს, ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრან.

ამირან გამყრელიძე: თუ 60 წელს გადაცილებულებში 80-90% აიცრება, სერიოზული გარდატეხა იქნება პირველ რიგში სიკვდილიანობის შემცირების მხრივ