საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ $25.6 მლრდ-ი შეადგინა. მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით $319.8 მლნ-ით გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -25.6 მლრდ აშშ დოლარი (-79.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -145.9 პროცენტია.

ეს მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 319.8 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა. 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.1 მლრდ აშშ დოლარია (34.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 150.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 36.7 მლრდ აშშ დოლარი (114.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 470.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება. სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ქვეყნდება.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 130.9 მლნ დოლარით გაიზარდა