აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანაზე ოქმის დამტკიცების შესახებ.
საუბარია სექტემბერში „აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის, ბუქარესტში ხელმოწერილ დოკუმენტზე. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ პროტოკოლის დებულებების შესრულება მისი ძალაში შესვლის შემდეგ უნდა უზრუნველყოს .
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, გაუგზავნოს შეტყობინება საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს პროტოკოლის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდა პროცედურების შესრულების შესახებ.