საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას 3+3 კავკასიის პლატფორმის მომავალ შეხვედრაში, რომელიც თურქეთში გაიმართება, განაცხადა თურქეთში საქართვეკლოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ Daily Sabah-თან.
ჯანჯღავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთსაც და აზერბაიჯანსაც „სტრატეგიულ პარტნიორებად“, ხოლო სომხეთს „ისტორიულ და კარგ მეზობლად“ განიხილავს სამეზობლოში, სადაც ასევე არის ირანი.
„მაგრამ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული", - აღნიშნა ელჩმა.
ასევე წაიკითხეთ: მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოს 3+3 ფორმატში მონაწილეობისკენ მოვუწოდებთ
ცნობისთვის, პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება. მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.
ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.
ამავე თემაზე: