აშშ-ის სასამართლომ პენტაგონს აუკრძალა იმ სამხედრო მოსამსახურეების დასჯა, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე

ფედერალურმა სასამართლომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს აუკრძალა, იმ პერსონალის დასჯა, რომლებმაც უარი თქვეს კოვიდვაქცინაციაზე.

აშშ-ის ოლქის მოსამართლე რიდ ო'კონორმა, 35 სპეცრაზმის პერსონალის სახელით შეტანილი სარჩელის საპასუხოდ, გამოსცა წინასწარი განკარგულება, რომელიც კრძალავს საზღვაო ძალების და თავდაცვის დეპარტამენტის პერსონალისთვის სასჯელის აღსრულებას.

„საზღვაო ძალების წევრები, ამ შემთხვევაში, ცდილობენ ისარგებლონ იმ თავისუფლებებით, რომლის დაცვასაც მათ ამდენი დრო შესწირეს. COVID19-ის პანდემია მთავრობას არ აძლევს უფლებას, ამ თავისუფლებების გაუქმების შესახებ”, - წერს მოსამართლე 26-გვერდიან გადაწყვეტილებაში.

ცნობისთვის, ჯარისკაცებს ვაქცინაზე უარის თქმის გამო რამდენიმე დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

ამავე თემაზე:

ვაქცინაციაზე უარის გამო, აშშ-ის საჰაერო ძალებიდან 27 ადამიანი გაათავისუფლეს