გიორგი ვაშაძე: უკეთესი იქნება, თუ სააკაშვილი ცოტა ხანი გაეშვება ამ პროცესებს

"იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რასაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით იკავებს, სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს, უფრო უკეთესი იქნება, ცოტა ხანი თუ გაეშვება ამ პროცესს, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში „360 გრადუსი".

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სააკაშვილი რადიკალური განცხადებები პროცესის განვითარებას ხელს არ უწყობს.

„როგორც მინიმუმ, მე ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მონაწილეობა მიიღოს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი რადიკალური განცხადებები ნამდვილად არ უწყობს ხელს პროცესის განვითარებას და მე სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რასაც ის იკავებს ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე. უფრო უკეთესი იქნება, ცოტა ხანი თუ გაეშვება ამ პროცესს და მისცემს საშუალებას საქართველოში მყოფ მის თანაგუნდელებს მიიღონ აქტიური მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში“, - განაცხადა ვაშაძემ.