ბაღდადის აეროპორტთან მდებარე სამხედრო ბაზას, სადაც აშშ-ის სამხედროები არიან განთავსებულნი, რაკეტები ესროლეს

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზას, სადაც აშშ-ის სამხედროები არიან განთავსებულნი, რაკეტები ესროლეს.

მსხვერპლი არ არის. გავრცელებული ცნობებით, ოთხი რაკეტა დიპლომატიური მხარდაჭერის ცენტრის და ბაღდადის აეროპორტის მახლობლად ჩავარდა. მათივე ცნობით,

4 იანვარს, კოალიციურმა ძალებმა სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამიზნეებზე, რომლებიც აშშ-ის ბაზისთვის საფრთხედ მოიაზრება, იერიში მიიტანეს.

შეგახსენებთ, 2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

2 წლის შემდეგ, ირანის პრეზიდენტი შურისძიებით დაიმუქრა.