სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი სააკაშვილის გამოკითხვას აწარმოებს

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსაკითხად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი ვასილ კაკაშვილი მივიდა.

როგორც კაკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოკითხვა ასევე შეეხება სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის პროცედურას.

,,ადვოკატებმა მომართეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ეხება მათ შორის გადმოყვანის პროცედურას. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით უნდა მოხდეს მისი გამოკითხვა. გაგზავნილია შესაბამისი წერილები კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა 28 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში დასრულდა და ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს