ამირან გამყრელიძე: ახალ შტამს B.1.640.2-ს ბევრი სიურპრიზის მოტანა შეუძლია

„კორონავირუსის ახალ შტამს B.1.640.2-ს ბევრი სურპრიზის მოტანა შეუძლია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამყრელიძემ საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„გაჩნდა ახალი მუტაცია, რომელიც დაკავშირებულია კომერონის შემთხვევებთან, სადღაც დაინფიცირდა 12-მდე ადამიანი. დაარქვეს მას B.1.640.2. ჯერჯერობით, ამ შტამზე ბევრი არაფერი ვიცით. ჩანს ამ ვირუსს, კიდევ ბევრი სურპრიზის მოტანა შეუძლია. უნდა ვიყოთ, ძალიან ყურადღებით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა.