საფრანგეთში აღმოჩენილია დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც დროებით უწოდეს B.1.640.2.
ფრანგული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა ახალი სახეობა დეკემბერში აღმოუჩინეს კამერუნიდან დაბრუნებულ მოგზაურს. მან საფრანგეთის სამხრეთში სავარაუდოდ, კიდევ 12 ადამიანი დააინფიცირა.
კორონავირუსის ახალი ვარიანტის კვლევა ადრეულ ეტაპზეა. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას 46 მუტაცია აქვს.
ამჟამად საფრანგეთში კორონავირუსის დომინანტი ვარიანტი ომიკრონია. ინფიცირებულთა 60%-ზე მეტს სწორედ ეს შტამი აქვს.