ინგლისში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ინგლისის ზოგიერთ მხარეში უფრო სწრაფად ვრცელდება. - აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ჯანდაცვის მდივანმა მეტ ჰენკოკმა თქვა, სულ მცირე 60 სხვადასხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს კოვიიდური ინფექციები, რომლებიც ახალი სახით არის წარმოდგენილი. მათ ამის შესახებ აცნობეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და ბრიტანელი მეცნიერები დეტალურ კვლევებს აკეთებენ.
”ამჟამად ამ ვირუსის 1000 – ზე მეტი შემთხვევა გამოვავლინეთ, ინგლისის სამხრეთ ნაწილში. თუმცა შემთხვევები გამოვლენილია ადგილობრივი თვითმმართველობის თითქმის 60 სხვადასხვა უბანში.ჩვენ არ ვიცით როგორ და რატომ გავრცელდა ეს ვირუსი, მარამ დროულად უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები." - ნათქვამია ჯანდაცვის მდივნის განცხადებაში.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე.
„ამ მომენტისთვის არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს მუტაცია განსხვავებულად იქცევა. თუმცა, სიტუაციის შეფასებაში სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ყურადღებით ვაკვირდებით, ექნება თუ არა მუტაციას ცვლილებები, რამაც შეიძლება ანტისხეულები გაანეიტრალოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ.