IHU ვარიანტთან დაკავშირებით, ჯანმოს პოზიცია ცნობილია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა საზოგადოებას, ნაადრევად არ იღელვონ IHU ვარიანტის შესახებ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც B.1.640.2 - მაღალი მუტაციის მქონე შტამი, რომელიც პირველად საფრანგეთში, 4 ნოემბერს გამოვლინდა და რომლის თვისებები ძირითადად უცნობი რჩება მკვლევრებისთვის. ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, IHU ჯერჯერობით შეშფოთების ვარიანტი არ არის.

IHU ვარიანტს იმ კვლევითი ცენტრის სახელწოდება აქვს (Institut Hospitalo-Universitaire Méditerranée Infection) რომელმაც მისი იდენტიფიცირება მოახდინა. ახალი ვარიანტი „ომიკრონის“ მსგავსად, 46 მუტაციას შეიცავს.

ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ გავრცელდება ეს ვარიანტი ან რა სიმპტომებს გამოიწვევს, ნათქვამია ნაშრომში, რომლის ავტორია IHU-ს მკვლევარი.

როგორც ირკვევა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია IHU-ს ვარიანტს ნოემბრიდან აკვირდება, როდესაც ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, აქამდე არსებობდა შანსი, რომ ეს ვარიანტი ფართოდ გავრცელებულიყო.

ამავე თემაზე:

საფრანგეთში COVID19-ის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს