ივანე ჩხაიძე: Sinovac-ითა და Sinopharm-ით აცრილებს შესაძლოა, Pfizer-ის ორი დოზით ვაქცინაცია დასჭირდეთ

"ჩინური ვაქცინით აცრილ ადამიანებს, შესაძლებელია, ორი დაზა Pfizer-ის გაკეთება დასჭირდეთ", - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ Europetime-ს განუცხადა.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, 2 დოზა Pfizer-ის და AstraZeneca-ს შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზას შედეგი აქვს, ხოლო ანალოგიური მონაცემები Sinovac-ისა და Sinopharm-ის შემთხვევაში ამ ეტაზე არ ჩანს.

„ჩვენ ვიცით, რომ 2 დოზა Pfizer-ის და AstraZeneca-ს შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზა შედეგს გვაძლევს. ანალოგიური მონაცემები Sinovac-ისა და Sinopharm-ის შემთხვევაში არ გვაქვს, ამიტომ მხოლოდ ე.წ. ბუსტერ დოზაზე აქცენტის გაკეთება ჯერჯერობით, საკმარისი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ამ ტიპის ვაქცინებს კიდევ დასჭირდეთ მეოთხე დოზის გაკეთება. ამავდროულად, კატეგორიულად აუცილებელია, რომ ჩინური ვაქცინით აცირილებმა ე.წ. ბუსტერი დოზა გაიკეთონ.

შესაძლებელია, რომ ვინც ჩინურით აიცრა დამატებით, ორი დაზა Pfizer-ს გაკეთება დასჭირდეთ, თუმცა ჯერჯერობით, ეს მოსაზრებაა, კვლევები არ გვაქვს. ცხადია, ამ ყველაფერს ჯანმოს რეკომენდაცია უნდა ჰქონდეს.

ამასთან, ჩინეთში ე.წ. ბუსტერად ჩინურ ვაქცინას იყენებენ, ხოლო საუდის არაბეთში Pfizer-ს, ანუ ორი ტიპის ქვეყნები არსებობს. ჩვენი მსგავსი გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროებს აქვს, რომელმაც ჩინური ვაქცინების ე.წ. ბუსტერად Pfizer-ი გამოიყენა", - განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში „ბუსტერ“ დოზით აცრის ვადა ნებისმიერი ვაქცინის, მათ შორის ჩინური პრეპარატების შემთხვევაში სამ თვემდე შემცირდა.

ასევე წაიკითხეთ: ივანე ჩხაიძე: ძალიან ადრეა საუბარი, რომ „ომიკრონმა“ დაასრულა პანდემია

ივანე ჩხაიძე: 2022 წელს უფრო ახლოს ვიქნებით პანდემიის დასასრულთან