ყაზახეთის საგარეო უწყებაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების შესვლა აიკრძალა.
სამინისტროს ცნობით, ინფორმაცია სინამდვილეს არ ასახავს. მანამდე, არაერთ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ყაზახეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლა აიკრძალა.