ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების შესვლა აკრძალა

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების შესვლა აკრძალა.

მედიის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, ყაზახეთის ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების შესვლა შეჩერებულია. ეს ეხება როგორც სახმელეთო, ასევე ავიამიმოსვლასა და ნებისმიერ სხვა ტრანსპორტს.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

რუსული მედია: რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო.

ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გზავნის.