სამხრეთ კორეა კოვიდსაწინააღმდეგო ანტივირუსულ აბებს მომავალ კვირას აშშ-დან მიიღებს. ქვეყანა Paxlovid-ის ერთ მილიონზე მეტ აბს ელოდება.
ჯანდაცვის უწყებამ ანტივირუსული აბები გადაუდებელი გამოყენებისთვის გასულ თვეს დაამტკიცა.
სამხრეთ კორეამ წინასწარი შესყიდვის ხელშეკრულება ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიებთან (Pfizer-ი და MSD-ი) უკვე გააფორმა.
FDA-მ Pfizer-ის ანტივირუსული აბი 22 დეკემბერს დაამტკიცა.
Paxlovid-ი აერთიანებს ახალ ანტივირუსულ პრეპარატს - ნირმატრელვირი და უფრო ძველს - რიტონავირს.
გასულ კვირას Pfizer-მა გამოაქვეყნა განახლებული შედეგები, რომლებმაც აჩვენეს, რომ მკურნალობა ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს, თუ პრეპატარით მაღალი რისკის მქონე მოზრდილები პირველი სიმპტომებიდან რამდენიმე დღეში იმკურნალებენ. სიმპტომებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში, ეფექტიანობა 88%-ს შეადგენს.