ევროკავშირის უშუალო მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ევროპულ უსაფრთხოებას, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე რეაგირებას, არ მიიღება.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი.
„ერთი რამ ცხადია - ევროპის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება. მაგალითად, ევროკავშირი ჩართულია უკრაინის მხარდაჭერის საკითხში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთ რთულ დროს ევროკავშირს უხელმძღვანელებს ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი პოლიტიკური წონა და გამოცდილება. რადგან საფრანგეთის ხმა ხმამაღალი და მკაფიოა“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.