პრეზიდენტი ყაზახეთში მიმდინარე პროცესებზე: ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და უსაფრთხოების გაძლიერება

საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში არსებული სიტუაციით „ღრმად შეშფოთებულია“. სალომე ზურაბიშვილის Twitter პოსტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში სამოქალაქო პირების უფლებები და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული.

„ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციით. ვგმობ იმ ძალადობას, რაც ვიხილეთ და ვიმედოვნებ, რომ მოხდება სიტუაციის სწრაფი დეესკალაცია. სამოქალაქო პირების უფლებები და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული.

ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.