იუსტიციის მინისტრად ახალ კანდიდატს წარადგენენ

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ახლად დაკომპლექტებულ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის პოსტს ახალი კანდიდატი დაიკავებს.

წულუკიანი ახალი კანდიდატურის ვინაობას არ ასახელებს. ახალი მოწვევის პარლამენტში, იუსტიციის ყოფილი მინისტრი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.