ყაზახეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე დღეს დაბრუნდება, რომლებსაც ბილეთები ჰქონდათ შეძენილი. საელჩოს ინფორმაციით, ორივე რეისზე, რომელიც დღეს აქტაუდან არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა. ბავშვთა ომბუდსმენზე დაყრდნობით ასევე იტყობინებიან, რომ ალმათიში დაბომბვისას ოთხი წლის გოგო დაიღუპა.
ამავე თემაზე: