„ომიკრონის“ გავრცელების ფონზე, პანდემიის განმავლობაში ყველაზე მეტი შემთხვევის დაფიქსირებას ელის იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე.
„ჩვენ ფაქტობრივად რესურსი არ გვაქვს. ნიღბის ტარება ვერ გახდა ჩვენი ცხოვრების წესი და ვერ ვიყენებთ ამ ეფექტურ შესაძლებლობას. „ბუსტერ დოზები“, იმ ადამიანებში, რომლებსაც 2 დოზა აქვთ გაკეთებული, ასევე ვერ გახდა ის აუცილებლობა, რომელიც დეკემბრის ბოლოდან და იანვრის დასაწყისში უნდა ყოფილიყო. ამიტომ, პრაქტიკულად ვერაფერი გააჩერებს „ომიკრონს“, - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი „რუსთავი“2-თან საუბრისას.
ამავე თემაზე:
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 10% „ომიკრონია“