10 იანვარს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რიგგარეშე შეხვედრა გაიმართება

10 იანვარს დაგეგმილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) რიგგარეშე სესიის შემდეგ რაიმე დოკუმენტის მიღება ამჟამად არ იგეგმება, განუცხადა რია ნოვოსტის რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის მოთხოვნით, CSTO-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს სხდომა ხუთი სახელმწიფოს ხელმძღვანელობის მონაწილეობით, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით გაიმართება. დღის წესრიგში ერთი საკითხია ყაზახეთში არსებული ვითარება და მისი ნორმალიზების ღონისძიებები.

შეხვედრა სომხეთის თავმჯდომარეობით ვიდეოკონფერენციის გზით გაიმართება.

ორგანიზაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ყაზახეთში ახლა დაახლოებით 4000-მდე სამხედროა, მათგან უმრავლესობას რუსეთი წარმოადგენს.

შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.