რომის პაპი ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მძიმედ განიცდის ყაზახეთში არეულობის შედეგად ადამიანების დაღუპას. პაპი ამბობს, რომ ყაზახეთისთვის ლოცულობს.

პაპ ფრანცისკეს დიალოგის, სამართლიანობისა და კეთილდღეობისკენ საერთო გზის პოვნის იმედი აქვს.

შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.