ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყაზახეთში არეულობის დროს 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლის უმეტესობა (103) ალმათიში დაფიქსირდა. ყაზახეთის საავადმყოფოებში 83 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.
ბავშვთა ომბუდსმენზე დაყრდნობით მედია ასევე იტყობინება, რომ ალმათიში დაბომბვისას ოთხი წლის გოგო დაიღუპა.
719 პაციენტი სტაციონარში მკურნალობს. დაკავებულია 6000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.
შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.