სენატორი ჯინ შაჰინი: თუ რუსეთი იმოქმედებს, მზად ვართ, მკაფიოდ ვუპასუხოთ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი Twitter-ზე წერს, რომ სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი რუსეთთან დიპლომატიის კრიტიკული კვირის დასაწყისია.

„პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს: დიპლომატიური გზით მას აქვს ამ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა. არჩევანი მასზეა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, გადაჭრით ვუპასუხოთ, თუ რუსეთი იმოქმედებს“, - წერია სენატორის Twitter-ზე.

ამავე თემაზე:

ენტონი ბლინკენი: პრეზიდენტ პუტინს ორი გზა აქვს. ვაპირებთ, გავიგოთ, რომელს აირჩევს