თეა წულუკიანი  განათლების მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტის განათლების, მეცნიერების, და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. ახალი მოწვევის პარლამენტმა წულუკიანი კომიტეტის თავმდჯომარედ უკვე დაამტკიცა და კომიტეტის პირველი სხდომაც გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარეები არჩიეს უკვე სხვა კომიტეტებშიც. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ირაკლი კოვზანაძე იკავებს. ჯანდაცვის კომიტეტს კვლავ დიმიტრი ხუნდაძე უხელმძღვანელებს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ მაია ბითაძე დაინიშნა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი.