სერგეი რიაბკოვი: ბუქარესტის გადაწყვეტილება მადრიდის სამიტზე შეიცვალოს ფურმულირებით - უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან NATO-ს წევრები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ჟენევაში, აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებები „საქმიანი და პროფესიონალური" იყო,

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან გამართული შეხვედრის შემდეგ რიაბკოვმა განაცხადა, რომ NATO-ს არგაფართოების საკითხზე პროგრესს ვერ მიაღწიეს.

ასევე წაიკითხეთ: ვენდი შერმანი: NATO-ს ღია კარის პოლიტიკის შეწყვეტის უფლებას არავის მივცემთ

სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთს მყარი გარანტიები სჭირდება, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები არ გახდებიან.

„გვსურს, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული ფორმულა შეიცვალოს შემდეგნაირად: უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან NATO-ს წევრები. იურიდიულად მნიშვნელოვანი გარანტიები გვჭირდება. ეს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.