ენტონი ბლინკენი: ვითხოვთ განმარტებებს ყაზახეთის ხელისუფლებისგან, რატომ მიმართეს ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს

აშშ- ყაზახეთისგან განმარტებებს ითხოვს იმის თაობაზე, თუ რატომ იყვნენ იძულებულნი, მიეწვიათ ის ორგანიზაცია, სადაც რუსეთი დომინირებს. საუბარია კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაზე, რომლის სამხედროებიც რუსეთის ხელმძღვანელობით ყაზახეთში განლაგდნენ.

„ყაზახეთის ხელისუფლებას უნდა შეეძლოს, მშვიდობიანად გაუმკლავდეს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი დგანან, დარწმუნდნენ, რომ დაცულია მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა უფლებები, დაიცვან სახელმწიფო ინსტიტუტები და კანონი და წესრიგი, მაგრამ ეს გააკეთონ ადამიანის უფლებების პატივისცემით.

ჩვენ გვაქვს რეალური კითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ იყვნენ იძულებულნი, მიეწვიათ ის ორგანიზაცია, სადაც რუსეთი დომინირებს. ვითხოვთ განმარტებებს. მაგრამ ახლა აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, პატივისცემით მათ მიმართ, ვინც ცდილობს თავისი ხმის მიწვდენას

ჩვენ გვაქვს რეალური კითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ გრძნობდნენ თავს ვალდებულად, მიეწვიათ ის ორგანიზაცია, სადაც რუსეთი დომინირებს“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ასევე წაიკითხეთ

მეთიუ ბრაიზა: ყაზახეთის პრეზიდენტი დასავლეთთან რისკავს