NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია

საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია, განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ და დაამატა, რომ ალიანსი მხარს უჭერს ყველა ერის უფლებას, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები“.

„კარგი საუბარი მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. განვიხილეთ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების თავმოყრის საკითხი, NATO-რუსეთის საბჭოს წინ. საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია და ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ერის უფლებას, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები“, - აღნიშნულია მირჩა ჯოანას Twitter პოსტში.

ამავე თემაზე:

დავით ზალკალიანსა და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა