რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მოულოცა.
რუსეთის პრეზიდენტმა კოლეგას პოლიტიკაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს, მიუხედავად განსხვავებებისა, წვლილის შეტანა მრავალი პრობლემის მოგვარებაში შეუძლიათ.
"მე მზად ვარ თქვენთან ურთიერთობისა და კონტაქტებისთვის”, - ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად 14 დეკემბერს დაამტკიცა.