ნედ პრაისი: რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა ინტერვენციას, ოკუპაციას, აჩაღებდა კონფლიქტებს თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის წინააღმდეგ

„რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა ინტერვენციას, ოკუპაციას, აჩაღებდა კონფლიქტებს თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის წინააღმდეგ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა უწყებაში გამართულ ტრადიცულ ბრიფინგზე.

„ეს იყო რუსეთი, რომელმაც 2014 წლის შემდეგ მოახდინა ყირიმის ანექსია, გააჩაღა ომი აღმოსავლეთ უკრაინაში და აგრძელებს იქ კონფლიქტის გაღვივებას. რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა ინტერვენციას, ოკუპაციას, აღვივებდა კონფლიქტებს მეზობლებისა და სხვების წინააღმდეგ. სია გრძელია - მე ალბათ დრო არ მექნება ყველა მათგანის ჩამოსათვლელად, მაგრამ - უკრაინა, საქართველო, მოლდოვა მათ შორის არიან.

რუსეთი წლების განმავლობაში ერეოდა დემოკრატიულ არჩევნებში, მათ შორის ჩვენს არჩევნებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენით. მათ გამოიყენეს ქიმიური იარაღი, მოაწყვეს კიბერშეტევები. ენერგორესურსებს იყენებდნენ როგორც იარაღად, სხვა ტაქტიკებთან ერთად.

ამიტომ, გვაპატიეთ და გაიგეთ ჩვენი სკეპტიციზმი, როდესაც ჩვენ გვესმის რუსეთისგან, რომ ეს მხოლოდ წვრთნებია. ჩვენ გვინდა, დავინახოთ დეესკალაციის ნიშნები და, რა თქმა უნდა, დეესკალაციის ნიშანი იქნება ამ ჯარების დაბრუნება კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

ამავე თემაზე

ენტონი ბლინკენი: NATO არ შეჭრილა უკრაინაში, NATO არ შეჭრილა საქართველოში, ეს რუსეთმა ჩაიდინა