აშშ-ის ელჩი NATO-ში ჯულიან სმითმა, განაცხადა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მომავლის შესახებ ნებისმიერი კამათი განწირულია წარუმატებლობისთვის. ამის შესახებ ელჩმა მედიასთან ონლაინშეხვედრისას განაცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებაზე, რომ მას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ფორმულირების შეცვლა სურს.
„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე NATO-ს მოკავშირეებმა გააკეთეს ძალიან მტკიცე განცხადება ღია კარის პოლიტიკის შესახებ და კონკრეტულად ისაუბრეს ალიანსის გაფართოებაზე საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით. რაც შეეხება კამათს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მომავლის შესახებ, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რონ ის განწირულია წარუმატებლობისთვის. მსურს დავადასტურო, რომ NATO-ს ღია კარის არსებული პოლიტიკის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება“, - განაცხადა ჯულიან სმითმა.